Monday, June 8, 2015

ჩემი სახელი მსოფლიოში

  გავაზის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "ჩემი სახელი მსოფლიოში". მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა საკუთარ სახელზე, ინტერვიუ აიღეს მშობლებისგან და გააკეთეს ბარათები, რომლებზეც მოათავსეს ინფორმაცია საკუთარი  სახელის შესახებ.მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს თავისი სახელის მნიშვნელობა, საქართველოში გავრცელებული მსგავსი სახელები, ასევე ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამ სახელებს ატარებენ.ზოგიერთმა მოსწავლემ თავის სახელის პირველი ასოებით დაწყებული შესაბამისი ზედსართავი და არსებითი სახელები გამოიყენა, რომლებიც მათ თვისებას ან სხვა დამახასიათებელ ნიშანს გამოხატავს.აი ისინიც:
                                                                       ნინი პაკაცოშვილი


        მე ვარ ნინი პაკაცოშვილი გავაზიდან, ყვარლის რაიონი. გავაზი მდებარეობს კახეთში, ალაზნის ველზე. ჩემი სახელი უკავშირდება წმინდა ნინოს, რომელმაც გაავრცელა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში. ეს სახელი დედამ დამარქვა. მას ძალიან მოსწონდა ეს სახელი. ნინო ერქვა დედაჩემის დეიდას და ჩემს დიდ ბებიას. ასე რომ მე არ ვარ პირველი ამ სახელით ჩვენს დიდ ოჯახში.
ჩემი არაოფიციალური სახელია ნინიკო. საქართველოში მსგავსი სახელებია: ნინუცა, ნინიკო, ნინცი, ნუცა.
ცნობილი ადამიანები არიან: ნინი ბადურაშვილი–მომღერალი, ნინო ბურჯანაძე–პოლიტიკოსი, ნინო ჩხეიძე–მომღერალი.
ეს წმინდა ნინოა ვაზის ჯვრით ხელში. საქართველოში 27 იანვარსა და 1 ივნისს ნინოობას აღნიშნავენ.
წმინდა ნინო

ანი ჯეირანაშვილი

        მე ვარ ქართველი გოგონა ყვარლის რაიონიდან, სოფელი გავაზი. სახელად მქვია ანი. დედიკოს ძალიან მოსწონდა ეს სახელი, რადგამ ჩემს ორივე ბებიას ერქვათ დედის და მამის მხრიდან. ანა, ანი ძალიან გავრცელებული სახელებია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ანიკო, ანიჭკა, ანანო, ანა–მარია, ანკა – ჩემი სახელის მრავალფეროვანი სახეებია საქართველოში. ჩემი არაოფიციალური სახელი ანიკოა. ცნობილი ადამიანები არიან ანა კალანდაძე– პოეტი. ანა ახვლედიანი–მოდელი.
ანა კალანდაძე
–მაყი
–აზი
–ასამნისფერი

არმაზი პაკაცოშვილი
მე არმაზი ვარ. ჩემი გვარია პაკაცოშვილი. მე მგონი ჩემი სახელი არავის ჰქვია საქართველოში. მე ვცხოვრობ გავაზში, ყვარელის რაიონი. მესამე კლასში ვსწავლობ. ყველაზე მაგარი სპორტსმენი ვარ კლასში.
ეს სახელი პაპაჩემის პატივსაცემად დამარქვეს. პაპაჩემს არმიზანა ერქვა. მას ოთხი გოგო ჰყავდა და ძალიან უნდოდა მის ერთ-ერთ შვილიშვილ ბიჭს მისი სახელი რქმეოდა. ჩემს უფროს ძმას გიგი ჰქვია, მამაჩემის მამის საპატივსაცემოდ. არმიზანა კი დედაჩემის მამას ერქვა. ორივე ძმას პაპების სახელები გვქვია და ძალიან ამაყები ვართ. ბებო ზოგჯერ არმიზანას მეძახის ხოლმე, ზოგჯერ არმოს.
ეს არმაზის ციხეა. არ ვიცოდი და ეხლა გავიგე ამ ციხის შესახებ. მცხეთაში მდებარეობს. ექსკურსიაზე როდესაც წავალ მცხეთაში, მასწავლებელს ვთხოვ, გვაჩვენოს არმაზის ციხე.